HUGLU
Huglu


დადებული სურათი



სავაჭრო ნიშანი Huglu საკმაოდ კარგადაა ცნობილი. სახელი ჰუგლუ აღებულია ერთ-ერთი თურქული სოფლის საპატივცემულოდ. 1962 წელს ამ სოფელში გაერთიანდა რამდენიმე წვრილი სახელოსნო და ჩამოაყალიბეს ეს ფირმა.
ჩვენს დროში ფირმა მერკელისა და ფაბარმის პარტნიორია და უშვებს ერთლულიან, ორლულიან, ვერტიკალურ, ჰორიზონტალურ და ავტომატურ თოფებს. იარაღი არის ეჟექტორებსა და ექსტრაქტორებზე. ლულათა სიგრძე კი ძალიან მრავალფეროვანია. ამ ფირმის ყველა ლულა ქრომირებულია.
Huglu-ს თოფები შედარებით იაფი და საკმაოდ ხარისხიანია. გასათვალისწინებელია, რომ ხელით შრომა ფირმაში დიდ სეგმენტს მოიცავს.
მთელ მსოფიოშია ცნობილი ე.წ. ,,თურქული კაკალი"(ეს თურქულიული კაკალი არაა... მაგრამ ამის შესახებ სხვა დროს), რომლითაც დამშვენებულია Huglu. ამ ფირმაში იყენებენ 5 სხვადასხვა ხარისხისა და ღირებულების კაკლის მასალას(ფასიც ჯავარის შესაბამისი აქვთ). ამ მასალისაგან მზადდება კონდახის 9 ნაირსახეობა. სპორტული მოდელებისათვის ამზადებენ რეგულირებად კონდახებს.
კალაპოტი შეიძლება იყოს ქრომირებული ან ოქსიდირებული(ხშირად ჭრელი ანუ ფერადი). არ ავიწყდებათ გრავირებაც.
მოკლედ წარმოგიდგენთ ერთ-ერთ საინტერესო მოდელს, ესაა Huglu – 201-HRZ.


დადებული სურათი დადებული სურათი


ესაა 12 ყალიბის ორლულიანი თოფი ჰორიზონტალურ ლულებზე და გარე ჩახმახებზე. ლულის სიგრძე 51 სმ, საერთო სიგრძე 103სმ, წონა 3,1კგ; სავაზნე 76მმ, ლულას აქვს 5 სახსნელი ჩოკი. საკეტი სამმაგია(ერთ-ერთი გრინერის ჭანჭიკი). არაა გასაკვირი, რომ თოფს ასეთი გაბარიტებით აქვს ძალიან კარგი ბალანსი. როგორც ამ თოფის მფლობელები აღნიშნავენ მოკლე დისტანციებზე აქვს საუკეთესო დაჯგუფება და ჭრა.


დადებული სურათი
კატეგორია: გლუვლულიანი | დაამატა: gio (20.01.2014)
ნანახია: 1394 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: