HATSAN
Hatsan Arms Company
დადებული სურათი


კომპანია 1976 წელს დაფუძნდა ქალაქ იზმირში. კომპანიამ სწრაფად მოიპოვა საკუთარი ადგილი ბაზარზე. პირველად საწარმო ორლულიან თოფებს უშვებდა. მალე ასორტიმენტი შეივსო პომპებითა და ნახევარავტომატებით, აგრეთვე პნევმატიკით. 1998 წლისათვის კომპანია უკვე მსოფლიოს 90 ქვეყანაში აკეთებდა ექსპორტს(ექსპორტზე პროდუქციის 95% გადის). მისი პროდუქცია რამდენიმე ქვეყნის პოლიციის არსენალს ავსებს.
თანამედროვე ეტაპზე ჰატსანის წარმოება სრულ ციკლს მოიცავს, ესენია: ხის, მეტალის დეტალებისა და თერმო დამუშავება, გრავირება, მარკირება, ქრომირება და ოქსიდირება. ამ პროცესებს 350 კვალიფიციური თანამშრომელი ასრულებს. საწარმოო ბაზა საკმაოდ სოლიდურია და წარმოდგენილია 300 ერთეული ჩარხით. საწარმოს გააჩნია ISO 9001 და ISO 9001 სერთიფიკატი. ლულები წარმოებულია ცივი ჭედურობის მეთოდით და გათვლილია მაღალ წნევებზე.
მოდელი Escort წარმოდგენილია პომპისა და ნახევარავტომატის სახით. 


Escort უკუქცეულ გაზებზე
დადებული სურათი

ყალიბი 12 ან 20; სავაზნე 76მმ; ლულის სიგრძე 61-66-71-76 სმ(პომპებში 46-51სმ); საერთო სიგრძე 111-1210 სმ(პომპები 96-100სმ); წონა 2,85-3,2 კგ(პომპა 2,6კგ);ვენტილირებადი სამიზნე თამასა(პომპას სამიზნე თამასა არ აქვს); ტევადობა 2+1, 4+1 ან 7+1; კონდახი პლასტიკატის ან კაკლის.



მოდელებს აქვთ რამდენიმე ამორტიზატორი, რომლებიც სიგრძის რეგულირების გარდა კარგად ახშობენ უკუცემას.
დადებული სურათი



Optima
დადებული სურათი

ყალიბი 12; სავაზნე 76მმ; ლულის სიგრძე 71სმ; საერთო სიგრძე 115სმ; წონა 3,5 კგ; ვენტილირებადი სამიზნე თამასა; სახსნელ ჩოკებზე; ერთ სასხლეტზე; მცველი(იგივე გადართვის რეგულატორი) განლაგებულია ყელზე; კონდახი კაკლის ან პლასტიკატის(სარეგულირებელი ამორტიზატორებით) 
კატეგორია: გლუვლულიანი | დაამატა: gio (20.01.2014)
ნანახია: 744 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: