
Бекас-1

Бекас-2

Бекас, Бекас-1 და Бекас-2 არის 16 ყალიბის გლუვლულიანი სანადირო პომპა მუყაოსა და პოლიეთილენის ვაზნებისათვის(70მმ). ლულაში დასაშვებია 755 კგს/სმ2-მდე წნევა(კალაპოტი მსუბუქი მეტალებისაა).
'Бекас' РП-16-ს გააჩნია კონდახი და გრძელი ლულა, Бекас-1 РП-16-1-ს –კონდახი და მოკლე ლულა, Бекас-2 РП-16-2-ს პისტოლეტური სახელური და მოკლე ლულა. Ружье 'Бекас-3' РП-16-3 წარმოადგენს РП-16-1-ს,რომელსაც გააჩნია დამატებით მოკლე ლულა და პისტოლეტური სახელური. მოკლე ლულა განკუთვნილია ფრინველზე სანადიროდ ახლო დისტანციაზე.
აღნიშნული იარაღები განკუთვნილია სარეწაო და სამოყვარულო ნადირობისათვის პატარა და საშუალო ზომის ნადირსა და ფრინველზე. აგრეთვე გამოიყენება თავდაცვითი ფუნქციითაც.
Бекас-авто

ეს თოფი 12/70 და 16/70 ყალიბისაა და განკუთვნილია სარეწაო და სამოყვარულო ნადირობისათვის და დამზადებულია პომპა Бекас-ის ბაზაზე. მექანიზმი მუშაობს უკუქცეულ გაზზე. გააჩნია გაზის წნევის მარეგულირებელი. ლულა ორ ვარიანტშია წარმოდგენილი: ა)ძირითადი680მმ სიგრძისა, სახსნელი ჩოკებით (1,0 , 0,5 და 0). ბ) მოკლე ცილინდრი. სამიზნე თამასა ვენტილირებადია. კალაპოტზე შესაძლებელია ოპტიკის კრონშტეინის დაყენება.
აქვს ცილინდრული მჭიდი 4 ვაზნაზე და ვაზნების დამჭერი(საჭიროების შემთხვევაში მისი ჩართვით წყდება ლულაში ვაზნის მიწოდება). მისი დამცემ-სასხლეტი მექანიზმი დამზადებულია ისე რომ შესაძლებელია საველე პირობებში მისი მოხსნა.
მცველი ღილაკურია და განლაგებულია სასხლეტთან.
კონდახი და ტიბჟირი დამზადებულია კაკლის ან წიფლისაგან. გააჩნია ამორტიზატორი.
12 ყალიბიანი თოფის მასაა 3,5კგ, ხოლო 16 ყალიბისა კი 3,3კგ. გაბარიტები 1200х60х200მმ.
იარაღის დეტალების უმეტესობა თავსებადია(იგულისხმება, რომ 16 და 12 ყალიბის დეტალები მიდის ერთმანეთზე).