ძაღლის ვაქცინაცია
ძაღლის ვაქცინაცია

მოგესალმებით მეგობრებო. მინდა ჩემი პატარა ცოდნა-გამოცდილება გაგიზიაროთ ამ თემასთან დაკავშირებით. ეს რასაც დავწერ ჩემი აზრი არ გეგონოთ. რაც დამარიგეს და რჩევები მომცეს ვეტერინარებმა ჩემი ლეკვის გაზრდისას იმ ყველაფერს ვწერ. :) როცა ახალ ფორუმზე გადავალთ ჯაბა გაამდიდრებს ამ განყოფილებას, მანამდე კი ვინმე თუ შემოვა და დააინტერესებს ეს საკითხი წაიკითხავს და იმედი მაქვს გამომადგება. ზოგი რაღაც ინტერნეტითაც მოვიძიე. 

ძაღლების აცრა 45 დღის ასაკიდან იწყება. ეს აუცილებელია თქვენი ძაღლის ჯანმრთელობისთვის, რადგან, მაღალკლასიფიცირებული ვაქცინა რამდენიმე დაავადების საწინააღმდეგო შტამპს შეიცავს: ენტერიტის, ჰეპატიტის, ძაღლის ჭირი, პარაგრიპის, ლეპტოსპიროზისა და ძაღლსაშენების ხველების სინდრომის. თუ ძაღლი მაინც დაავადდა, ეს აცრები იმის საშუალებას იძლევა, რომ შესაძლებელი გახდეს მისი გადარჩენა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ინფექციური ენტერიტი, რომ იტყვიან, შიდსზე მეტად საშიშია, რაც ცხოველის სიკვდილით მთავრდება. ენტერიტი კუჭ-ნაწლავის საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა, რომელსაც იწვევს ენტეროვირუსები და გამოვლინდება შეუჩერებელი ფაღარათით, რაც იმდენად მძაფრ და შემაწუხებელ სუნს გამოყოფს, რომ, ერთხელ მაინც თუ შეიყნოსეთ, ცხოვრებაში აღარ შეგეშლებათ. ძაღლს ეწყება უმადობა, ფაღარათი, აჩქარებული აქვს გულისცემა და თანდათან აპათიური ხდება.

რა დროის ინტერვალში უნდა გაუკეთდეს აცრები? 
როცა 1 თვის ლეკვი ჭიაზე დამუშავდება (ამ დროს მშრალ საკვებზე უნდა იყოს), ის უკვე მზად არის აცრებისთვის. მაგრამ გახსოვდეთ, სანამ მინიმუმ 2 აცრა არ გაუკეთდება კატეგორიულად დაუშვებელია ლეკვის ქუჩაში სეირნობა. იმდენი დაავადებაა გავრცელებული, ხელით ტარებაც არ არის წამდაუწუმ მიზანშეწონილი. როგორმე 2 თვემდე უნდა ვიყოლიოთ ჩვენთან. ვისაც ბინის პირობებში შეგიძლიათ, ვისაც არა კიდევ, სადაც გყავთ ვოლიერში, ძალიან დიდი სისუფთავე უნდა იყოს და სხვა ცხოველებისგან იზოლირებული. აცრები იწყება 1.5 თვის (45 დღის) ასაკიდან. არსებობს სხვადასხვა მედიკამენტი, ფასისა და ხარისხის განსხვავებებით. მე პირადად ჩემი ძაღლი ავცერი ამ დასახელების წამლით. PRO-VAC DHPP ესეც ბმული http://komilab.kompa...egory2=0&pnum=4 ჯაბას რჩევით. მითხრეს რომ ძალიან კარგი წამალია. 15 ლარი ღირს ერთი აცრის დოზა. 

მოკლეთ პირველი აცრა როცა გაუკეთდება 45 დღის ასაკში, ზუსტად 2 კვირის შემდეგ უნდა გაუკეთდეს მეორეც. ზემოთაც მოგახსენეთ რომ მინიმუმ 2 აცრის ჩატარებამდე გარეთ გაყვანა არ შეიძლება ძაღლის მაგრამ ასევე ძაან დიდი ყურადღება უნდა გამახვილდეს იმაზე რომ პირველი აცრის მერე ძაღლის იმუნიტეტი მთლად ქვემოთ იწევს და სუსტდება. აცრამდე თუ იყო საფრთხე რაიმე დაავადების პოვნის, პირველი აცრიდან მეორემდე ეს საფრთხე ძალიან იზრდება. უკვე დიდი ყურადღება უნდა მიექცეს იმას რომ ძაღლის საკვების გარდა არაფერი ჭამოს. როცა მეორე აცრა გაუკეთდება 14 დღის შემდეგ, ანუ 2 თვის ასაკში, უკვე შესაძლებელია ქუჩაში სეირნობა დააწყებინოთ მაგრამ აქაც გასათვალისწინებელია ბევრი რაღაც, ვინაიდან ჩვენი დედაქალაქი და ზოგადად ქალაქები ძალიან დაჭუჭყიანებულია, როცა ჩვენს ოთხფეხა მეგობარს ვატარებთ, (მარცხენა ხელით), რემენი მოკლეზე დავიჭიროთ ანუ თავი რომ აწეული ეჭიროს და ცხვირი არ ჩაყოს ნაგავში და იმფექციურ (სხვა აუცრელი ძაღლებისგან, დანადორბლ და შენახებ) საგნებს. ასევე სასურველია (ყოველშემთხვევაში რჩევების გათვალისწინებით მე ასე ვაკეთებ ხოლმე) როცა ქუჩიდან ბინაში შეგვყავს ჩვენი პატარა, ჰიგიენური სველი სალფეთქებით თათები გავუწმინდოთ, ეს კი იმით აიხსნება რომ სანამ ვაქცინაცია დასრულდება მაინც არის შანსი რაიმე იმფექციის პოვნის და როცა ძაღლი თამაშობს ოთახში ან დაწვება, ხშირად ილოკავს თათებს და მაინც უნდა გამოვრიცხოთ ეგ საშიშროება. კიდევ როცა 14 დღე გავა უკეთდება მესამე აცრა. (აცრები სამივე შემთხვევაში ერთი და იგივე უნდა იყოს). ანუ 2.5 თვის ასაკში გაუკეთდება მესამე აცრა. უკვე თქვენი ოთხფეხა მეგობარი დაცულია იმ დაავადებებისგან რომელსაც ეს ვაქცინა იცავს. მესამე ვაქცინიდან 10 დღის შემდეგ გავუკეთოთ ცოფის აცრა და ამით დასრულდება აცრები :) შემდეგ წელიწადში ერთხელ უნდა ცოფის აცრა და სულ ეგ არის :) თუ რამე შეკითხვები გაქვთ დაწერეთ და აუცილებლად გავცემთ პასუხს, რაც ჩვენ ვიცით მონადირეებმა და თუ ჩვენ არ ვიცით ჯაბა არის ვეტერინარი ამ სახელით - VETERINARI 

იმედია გამოგადგებათ ეს რჩევები. პატივისცემით, უბრალოდ მე
კატეგორია: ვეტერინარული რჩევები | დაამატა: gio (21.01.2014)
ნანახია: 1469 | კომენტარი: 1 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
1 tamo  
0
gamarjobat me viyide kokerspanielis lekvi tvenaxevris, jer mivecit chiis camali mere daviwyebt acrebs, myavs korpusis pirobebshi, dzalian meshinia garet gayvana dabindzurebulia yvelaperi, jer ar gamyavs garet imitom rom acrebi araaqvs chatarebuli, zeg vadzlev ganmeorebit chiis wamals, shemdeg ukve acrebi, didi madloba am statiistvis

სახელი *:
Email *:
კოდი *: