ძაღლის სწორი კვების ათი წესი

1985 წელს ალფორში (საფრანგეთი) ნაციონალური ვეტერინალური კოლეჯის პროფესორმა რ. ვოლტერმა ჩამოაყალიბა ძაღლის სწორი კვების 10 წესი. ჩვენ გთავაზობთ ათ პრინციპულ მოთხოვნას (შემოკლებული ვარიანტით), რომლის დაცვით ძაღლის მფლობელები (მეპატრონეები) ულუფის შედგენისას თავაიდან აიცილებენ მოსალოდნელ შეცდომებს.

1. მიეცით ძაღლს წყალი ნებაზე
მიუხედავად იმისა, რომ ძაღლის მოთხოვნილება წყალზე განსხვავებულია წლის პერიოდების მიხედვით, მისთვის განკუთვნილ ჯამში მუდმივად უნდა ესხას სუფთა, გამჭირვალე, უსუნო, ოთახის ტემპერატურის სასმელი წყალი. ე. ი. აუცილებელია სასმელი წყალის ხშირად გამოცვლა. წყლის საშუალო მოხმარება დღიურად ძაღლის ცოცხალი წონის 1 კგ-ზე 60 მლ. ლიტრია. თუმცა ლეკვებისთვის, მაწოვარი და მომსახურე ძაღლებისთვის წლის ცხელ პერიოდში წყალზე მოთხოვნილება აჭარბებს ნორმით გათვალისწინებულ მაჩვენებლებს.

2. ძაღლი სხვა სახის საკვებ პროდუქტზე თანდათანობით უნდა გადაიყვანოთ
ძაღლის ერთი სახის პროდუქტიდან მეორეზე გადასვლა უნდა განვახორციელოთ თანდათანობით, ერთი კვირის განმავლობაში. აღნიშნულ პერიოდში ძაღლი განიცდის ადაპტაციას, ეჩვევა საკვების გემოს, უადვილდება მისი მონელება და შეთვისება.

3. ძაღლს ესაჭიროება რეგულარული კვება
ძაღლისთვის საუკეთესო ვარიანტია მაშინ, როცა იგი ერთსადაიგივე საკვებ პროდუქტს ღებულობს ყოველდღე, მკაცრად დადგენილ დროზე და ერთსადაიმავე ადგილას. საკვების რაოდენობა არ არის ერთნაირი ყველა ძაღლისათვის და დამოკიდებულია ძაღლის ტანის სიდიდეზე, ბიოლოგიურ მდგომარეობაზე და ჯიშზე. აქედან გამომდინარე ძაღლის კვების ნორმები საჭიროებს ხშირ გადასინჯვას.

4. მუდმივად უნდა გააკონტროლოდ მიღებული საკვების რაოდენობა
ამ პროცედურას ახორციელებენ ძაღლის მიერ ენერგიის დღიური გამოყენების აუცილებელი რაოდენობისა და საკვებ პროდუქტებში მისი შემადგენლობის გამოთვლის გზით. ძაღლისათვის განკუთვნილი სავების რაოდენობა რეგულარულად უნდა აიწონოს. საკვების შერჩევისას უნდა გაითვალისწინოთ თუ თითოეული მათგანი რა რაოდენობის და სახის საზრდო ნივთიერებებს შეიცავს, როგორია მათი კალორიანობა და გადამუშავებისას მათი დანაკარგის პროცენტი. ამით თქვენ ძაღლს აარიდებთ არასასურველ სიმსუქნეს.

5. მიეცით ძაღლს ბალანსირებული საკვები
ძაღლისთვის განკუთვნილი საკვები, იმისდამიუხედავად საშინაო პირობებშია დამზადებული თუ ქარხნული წესით (სპეციალიზირებული _ მზა წარმოებით), იგი უნდა შეიცავდეს ყველა საჭირო საზრდო ნივთიერებას, ინგრედიენტს შესაბამისი რაოდენობისა და პროცენტის მიხედვით. ამ დროს გასათვალისწინებელია ძაღლის ზომა (დიდი, საშუალო, პატარა), ფიზიოლოგიური მდგომარეობა (მაწოვარი, მაკე), დანიშნულება _ ფიზიოლოგიური სტატუსი (მომსახურე, სანაშენე, სპორტული), ასაკი (ლეკვი, მოზრდილი, ასაკოვანი). ამროგად, სხვადასხვა სქესის, ასაკისა და დანიშნულების მქონე ძაღლს განსხვავებული ყუათიანობის საკვები უნდა მიეცეს.

6. ძაღლისთვის საგულდაგულოდ შეარჩიეთ საკვები
საკვებმა, რომელსაც ძაღლი ღებულობს, უნდა შეავსოს ორგანიზმიდან ყველა ენერგეტიკული და მარეტიალური დანაკარგები. აქედან გამომდინარე, ყველა საზრდო ნივთიერებებით დაბალანსებული საკვების ულუფის შერჩევა იოლი არ არის, თუმცა, პირველ რიგში, დაბალანსებული ულუფის შერჩევისას გასათვალისწინებელია შემდეგი კრიტერიუმები: 1. ასაკი (ლეკვი მოზარდი, ზრდასრული); 2. ძაღლის ფიზიკური აქტივობის და ფიზიოლოგიური მდგომარეობის დონე (აქტიური, სპორტული, სანაშენე); 3. ზომა (დიდი, საშუალო, პატარა).

7. ძაღლისთვის საკვები რაციონალურად გამოიყენეთ
განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ რა საკვებით იკვებება თქვენი ძაღლი. სპეციალიზებული საკვების მიცემის შემთხვევაში, გათვალისწინებული უნდა იყოს მწარმოებელი ფირმის ინსტრუქცია. შირაურ პირობებში დამზადებული საკვების შემთხვევაში, პრინციპულად უარჰყავით შემდეგი ფრაზები: `ის ჭამს იმას, რასაც მე~, `ის ჭამს იმას, რაც მოესურვება~, `ის ჭამს მხოლოდ ამას~, და ბოლოს, მოარიდეთ ძაღლი სუფრის ნარჩენებს და ტკბილეულს.

8. ძაღლის საკვების ჰიგიენა უნდა ესადაგებოდეს სათანადო მოთხოვნილებებს
სპეციალიზებული საკვები უზრუნველყოფს საუკეთესო ჰიგიენას. მისი სწორად მოხმარება მოწამვლის რისკს მთლიანად გამორიცხავს. გახსნილი კონსერვები, ახალი თუ გაყინული საკვები უნდა ინახებოდეს გრილ ადგილზე, ხოლო შეფუთული `კროკეტები~ _ მშრალ ადგილას. თუ ძაღლმა კვების შემდეგ საკვები დატოვა ნარჩენები უნდა გადაყაროთ. ძაღლის საკვები ჯამები ყოველდღიურად გაირეცხოს.

9. დააკვირდით კვების შედეგებს
ულუფის ეფექტურობა და მის მიმართ ძაღლის შემგუებლობა აუცილებლად უნდა აკონტროლოთ, დააკვირდეთ ბეწვის საფარის ხარისხს, ფეკალის კონსტიტენციას (კუჭის მოქმედებას), მადას და ორგანიზმის საერთო მდგომარეობას.

10. ნუ მოერიდებით კუნსულტაციის მიღებას ექიმი ვეტერინარისგან
ვეტერინარი ექიმის გამოცდილება უფლებამოსილებას იძლევა იყოს კარგი დიეტოლოგი. მადის გაუარესება, სიგამხდრე, ჭარბი წონა, ფაღარათი, ყაბზობა, ზოგადად მოუსვენრობა (შფოთიანობა) ან ფიზიკური მდგომარეობის სისუსტე შეიძლება სერიოზული დაავადების მიზეზი გახდეს; ამის შემდეგ საჭიროა ძაღლს ჩაუტარდეს სამედიცინო გამოკვლევა ექიმ-ვეტერინარის მიერ.

 

კატეგორია: ვეტერინარული რჩევები | დაამატა: gio (25.02.2014)
ნანახია: 749 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: