ძაღლის მშობიარობა
ლეკვის დაბადების პროცესი დაახლოებით, 15-20 წუთი გრძელდება. შეიძლება ორი, ან რამდენიმე ლეკვი ერთდროულად დაიბადოს და დედამ ვერ მოასწროს ჭიპლარის გადაწყვეტა. ამ დროს სტერილური მაკრატლით უნდა გადაიჭრას და იოდი წაესვას ჭიპლარზე. სწრაფად უნდა მოვაცილოთ მომყოლი და გავამშრალოთ, ახალშობილი მივცეთ გასალოკად დედას. აუცილებელია, დედას დავუმუშავოთ ძუძუები თბილი წყლით, მივიყვანოთ ლეკვი ძუძუსთან, რომ მიიღოს ხსენი, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს ლეკვის ჯანმრთელობისთვის, იმუნიტეტის ჩამოყალიბებისთვის. ხსენი მდიდარია იმუნური ანტისხეულებით, მინერალებით. ყურადღება უნდა მივაქციოთ, რომ დედამ ლეკვები არ გაჭყლიტოს. კარგი იქნება, თუ ლეკვებს დროებით, თბილად ყუთში მოვათავსებთ. ისინი ბრმები და უსუსურები იბადებიან. დალეკვიანების დროს, გართულების შემთხვევაში, აუცილებლად უნდა მიმართოთ ვეტერინარს. მშობიარობა გრძელდება ერთი საათიდან რამდენიმე საათამდე. ზოგ შემთხვაში, ერთი დღე-ღამეც კი გაგრძელებულა. ეს დამოკიდებულია ლეკვების რაოდენობაზე. ამ დროს აუცილებელია, მეპატრონემ მას დახმარება გაუწიოს. | |
| |
ნანახია: 949 | |
სულ კომენტარები: 0 | |