ჭიებზე დამუშავების აუცილებლობა
ძაღლის შეძენისას, პირველ ყოვლისა, ვატარებთ დეჰერმეტიზაციას, ანუ, ჭიების საწინააღმდეგო პროფილაქტიკას. შინაგან პარაზიტებზე დამუშავება 3 თვეში ერთხელ ხდება. თუ ამ ყველაფერს დაიცავთ და ცხოველს ჭიაზე 3 თვეში ერთხელ დაამუშავებთ, იგი დაზღვეული იქნება, რადგან, ეს ის პერიოდია, როცა ჭია განვითარებას ვერ ასწრებს. ახლა, რაც შეეხება ამას, თუ როგორ უნდა მიხვდეს პატრონი, ჰყავს თუ არა მის ცხოველს ჭია. არის შემთხვევები, როცა ცხოველი ჭიას განავალს გამოაყოლებს ან ამოაღებინებს, რაც თვალით შესამჩნევია. პატრონმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა დატოვოს უყურადღებოდ ჭიის საკითხი, რადგან, ეს საკმაოდ საშიშია კერძოდ, არ არის გამორიცხული, ჭიამ კუჭი გახვრიტოს და ღვიძლში გავიდეს, დაფიქსირებულია შემთხვევა, როცა გულიც გაუხვრეტია და ასე შემდეგ.
|
კატეგორია: ვეტერინარული რჩევები | დაამატა: gio (24.01.2014) |
ნანახია: 564
| რეიტინგი: 0.0/0 |