ფოქსტერიერი
ფოქსტერიერი — ნადირობისათვის განკუთვნილი სპეციალიზებული ძაღლის ჯიში.
P1030547 (Medium).jpg

ისტორია

ფოქსტერიერები დიდ ბრიტანეთში XVIII საუკუნის დასაწყისში გამოჩნდნენ. არსებობს ფოქსტერიერების ორი სახეობა: უხეშბეწვიანი და გლუვბეწვიანი. პირველი გლუვბეწვიანი ფოქსტერიერები საერთაშორისო გამოფენაზე1862 წელს გამოჩნდნენ, ხოლო უხეშბეწვიანები ცოტა მოგვიანებით, 1872 წელს. მე-20 საუკუნის ბოლომდემოდაში გლუვბეწვიანი ფოქსტერიერები იყვნენ, ხოლო დღესდღეობით უფრო მეტი ყურადღება უხეშბეწვიანებს ეთმობათ.

აღწერა

ფოქსტერიერი ბუნებით ნამდვილი მონადირეა, ის საკმაოდ ძლიერი, უშიშარი და უზომოდ ენერგიული ძაღლია. ის საუკეთესო მონადირედ ითვლება მელაზემაჩვზედა სხვა წვრილფეხა ცხოველზე. აღსანიშნავია ის ფაქტი რომ ფოქსტერიერის კბილი სამჯერ მასზე დიდი ზომის ძაღლის ტოლია, რის გამოც მას შეუძლია იოლად დაამარცხოს მასზე ორჯერ დიდი მოწინააღმდეგე.

ფოქსტერიერი არის მონადირე ძაღლი რომელსაც შეუძლია სოროში შეყვეს ნადირს და გამოდევნოს იქიდან. ასევე ფოქსტერიერებს იყენებენ სახლის დასაცავად.

ზოგადი ცნობები

  • სიმაღლე: ხვადი 37-39 სმ, ძუ 36-38 სმ.
  • წონა: ხვადი 6-7 კგ, ძუ 7-8 კგ.
  • სიცოცხლის ხანგრძლივობა: 13-14 წელი
  • წარმომავლობა: დიდი ბრიტანეთი
კატეგორია: ტერიერები | დაამატა: gio (22.01.2014)
ნანახია: 746 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: