რუსული სპანიელი
რუსული სპანიელი 



წარმომავლობა.

ფრინველზე მონადირე ძაღლების მოშენებით რუსეთში უკვე დიდი ხანია დაკავებული არიან. ფრინველზე მონადირე ძაღლების მრავალი ძველი რუსული ჯიში ჰგავს ევროპულს, მაგალითად, რუსული რეტრივერი შეგვიძლია ჩავთვალოთ თანამედროვე ოქროსფერი რეტრივერის ანალოგად: რუსული სეტერი ძალიან ახლო იყო ინგლისურთან. რუსული სპანიელი – საკმაოდ ახალგაზრდა ჯიშია, იგი მიიღეს სხვადასხვა ჯიშის სპანიელისა და პოინტერის (სიჩქარის თვისებების გაუმჯობესების მიზნით) შეჯვარების შედეგად. ამჟამად, ეს უნივერსალური მონადირული ძაღლია: იგი დევნის ნადირს, აყენებს მას ფრთაზე და გასროლის შემდეგ აწოდებს მონადირეს, მათ შორის წყლიდანაც. მასთან, ჩვეულებრივ, ნადირობენ იხვზე, ღალღაზე, სხვა ფრთოსნებზე, ასევე კურდღლებზე.



ჯიშის დახასიათება. რუსული სპანიელი ძლიერი, ძალზე აქტიური, ჟინიანი და ცოცხალი ძაღლია. ნადირობაზე მისი ამოცანაა – ფრინველის მოძებნა, მისი ფრთაზე აყენება და გასროლის შემდეგ ბრძანებისთანნავე ნადავლის მიწოდება მონადირისათვის (თანაბარი მშრალი ადგილიდან, ჭაობიანი რიყებიდან, წყლიდან). იგი ფლობს კარგ ალღოს, ენერგიული მოძებნის უნარს, გამძლეობას. რუსული სპანიელი დამჯერი, მშვიდი, ალერსიანი სახლის ძაღლია. ხშირად წარმოადგენს კარგ დარაჯს და წვრთნისას დიდ შრომას არ საჭიროებს. რუსული სპანიელი მონადირული და კომპანიონი ძაღლია.



აღწერა. რუსული სპანიელის თავი მშრალია, ზომიერად გრძელი, ოვალური, ზომიერად ფართო კეფის ნაწილით. თხემი ოდნავ ამობურცულია, წარბზედა რკალები ძლიერაა განვითარებული, შუბლიდან დრუნჩზე გადასვლა საკმაოდ კარგადაა გამოხატული, დრუნჩი გრძელი, ფართოა, გვერდიდან შეხედვისას ზედა ტუჩის ჩანაჭრი უახლოვდება მართკუთხედს ოდნავ მომრგვალებული წინა კუთხით. ცხვირის ბიბილო შეიძლება იყოს სხვადასხვა ფერის (ღია ყავისფერიდან შავ ფერამდე), შავი ფერი უმჯობესია. თვალები ზომიერად დიდია, ოვალური ფორმის, დასმულია სწორად. ისინი თაფლისფერი ან ღია თაფლისფერი შეფერილობისაა, ბეწვის შეფერილობის შესაბამისად. ამ ჯიშის ყურები გრძელი, ფართო, დაკიდებული, ღაწვის ძვლებთან მჭიდროდ მიკრობილია, ქვევით მომრგვალებული, დასმული თვალების ხაზზე ან ოდნავ ზევით. კორპუსი გაჭიმულია, კისერი – ზომიერად გრძელი, შედარებით დაბლა დასმული, მოკვეთაში ოვალური, კუნთოვანი, ნაკვთების გარეშე. მკერდი კარგადაა განვითარებული, ზომიერად ფართო, ღრმა და გრძელი, კარგად განვითარებული ცრუ თეძოებით. ზურგი სწორი, ძლიერი, ფართოა, ოდნავ დამრეცი მინდაოდან წელამდე. გავა ფართოა, ოდნავ დამრეცი, კუნთოვანი. რუსული სპანიელის მუცელი ზომიერად აწეულია, კიდურები – მშრალი, ძვლოვანი; უკანა – დასმულია უფრო ფართოდ, ვიდრე წინა, შესახსრების კარგად გამოხატული კუთხეებით. თათები მომრგვალებულია, მჭიდროდ შეკრული თითებით და მათ შორის ხშირი თმით. კუდი საკმაოდ სქელია საფუძველთან, იგი მოძრავია, სწორი, კუპირდება სიგრძის 1/2–ით. ძაღლი მას ატარებს ზურგის დონეზე. საფარველის თმა გრძელი, რბილი, ბზინვარე, სწორი ან ოდნავ ტალღოვანია, მჭიდროდ მიკრობილი. თავზე და კიდურების წინა გვერდებზე თმა მოკლე და სწორია, კისერზე, ზურგზე, გვერდებზე და გავაზე – გრძელი და ხშირი, მკერდისა და მუცლის ქვედა ნაწილში, წინა და უკანა კიდურების ზურგის გვერდზე, ასევე ყურებზე და კუდის ქვედა ნაწილში თმა უფრო გრძელი, რბილი, ტალღოვანია, წარმოქმნის ანაძენძს. შეფერილობა: ერთტონური: შავი, ყავისფერი, წითური; ორფეროვანი: შავ-ამლაკი, ყავისფერ-ამლაკი და წითურ-ამლაკი; სამფეროვანი: თეთრი ლაქებით, შავი და ყავისფერი თრთვილებით. სიმაღლე მინდაოში: ხვადი – 38-44 სმ, ძუ – 36-42 სმ.



ყოლა და მოვლა.
 რუსული სპანიელი, როგორც წესი, ჰყავთ ბინის პირობებში, მაგრამ იგი საჭიროებს ხანგრძლივ ყოველდღიურ სეირნობებს. კვირაში ერთხელ საჭიროა მისი წმენდა და დავარცხნა, წელიწადში 2-3-ჯერ კი, განსაკუთრებით ნადირობის შემდეგ, გაფუჭებული ბურტყლის და ბეწვის მოშორება. ამის გარდა, აუცილებელია ყურების რეგულარული შემოწმება. 

კატეგორია: სპანიელები | დაამატა: gio (20.01.2014)
ნანახია: 1560 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: