ინგლისური სპრინგერ სპანიელი
ინგლისური სპრინგერ-სპანიელი ჰარმონიული, კომპაქტური, ძლიერი და მოძრავი ძაღლია, ამასთან, ძალზე მხიარული, მისი მონათესავე კოკერის მსგავსად. სახემელეთო სპანიელთა შორის აღნიშნული ჯიში ყველაზე ახოვანი, მაღალფეხება და სწრაფია. სხეული ძლიერია, არც მოკლე და არც გრძელი, მკერდი ღრმაა, წელი – კუნთოვანი, თავი – საშუალო სიგრძის, ოდნავ გაფართოებული. სიმაღლე მინდაოში – 48-51 სმ, წონა – 23-25 კგ. ბეწვი სწორია, მჭიდროდ მიკრობილი, არასოდეს არაა უხეში. უფრო გრძელი მოსართავი ბეწვი განვითარებულია სხეულის ქვევით, ყურებზე და ფეხების უკანა მხარეებზე. შეფერილობა: თეთრი შავი ან ღვიძლისფერით ან მათგან ნებისმიერი ღვიძლისფერი ან წითური თრთვილებით (სამფეროვანი). ისტორია XIX საუკუნის დასასრულამდე ინგლისისა და აშშ-ს ყველა სპანიელი ერთ ჯიშად (ან ჯგუფად) ითვლებოდა. თუმცა, მათი განსხვავება ხშირად ხდებოდა ზომით, ხანდახან ერთ ნაყარშიც კი. ყველაზე დიდებს იყენებდნენ ნადირის მიკვლევისათვის და შეშინებისათვის. მათ იმიტომ დაარქვეს სპრინგერები, რომ ნახტომების მეშვეობით უნდა გამოეტყუათ დამალული ნადირი. 1902 წელს ინგლისური სპრინგერ-სპანიელი დამოუკიდებელ ჯიშად ოფიციალურად აღიარა დიდი ბრიტანეთის მეძაღლეობის კლუბმა. თუმცა, ეს ჯიში გაცილებით უფრო ასაკოვანია. მხტუნავი სპანიელების (სპრინგერების) აღწერას შეიძლება შევხვდეთ ინგლისელი მეცნიერის ჯონ კაიუსის წიგნში ძაღლების შესახებ, რომელიც 1576 წელს გამოქვეყნდა. ხასიათი ნამდვილი სპრინგერ-სპანიელი უნდა იყოს ძალიან შრომისმოყვარე. იგი შესანიშნავი მონადირეა, მას არ ჰყავს თანატოლი ნადირთან მუშაობაში, რომლის გამოყვანა საჭიროა ნახტომებით. ეს ძაღლი გამძლე და ზრდილობიანია, დამჯერი, სწრაფად იწვრთნება და გულღიაა. ერთი სიტყვით, სპრინგერ-სპანიელი მრავალმხრივ დაჯილდოებული ძაღლია. იგი ყოველთვის გამოიყურება ღირსეულად, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ჯორჯ ბუშის გვერდით თეთრ სახლში მივა. 0 | |
| |
ნანახია: 837 | |
სულ კომენტარები: 0 | |