ინგლისური კოკერ სპანიელი
ინგლისური კოკერ სპანიელი 

დადებული სურათი

ინგლისური კოკერ სპანიელი მსოფლიოში ერთ-ერთი გავრცელებული სპანიელია. მისი ფესვები XIV საუკუნის ესპანეთიდან (spaniel) მოდის, რასაც უკავშირდება ჯიშის სახელწოდება, ხოლო კოკერი (cocker)_ კი სავარაუდოდ სიტყვა "Woodcock”_ იდან წარმოიშვა, რაც ინგლისურად ტყისქათამს ნიშნავს. სახელწოდება მიგვანიშნებს, რომ ადრეულ წლებში კოკერ სპანიელებს ძირითადად ტყისქათამზე იყენებდნენ. XVIII საუკუნის ბოლოს ბრიტანელებმა კოკერ სპანიელები, სპრინგერ სპანიელები და წყლის სპანიელები ერთმანეთისგან გამოყვეს და მათ სერიოზულ მოშენებას მიჰყვეს ხელი. ინგლისური კოკერ სპანიელი მოძრავი, ენერგიული, ოჯახის მოყვარული, მუდამ მხიარული და უცხო პირთა მიმართ კეთილგანწყობილი ძაღლია. თუმცა არცთუ ცოტაა შემთხვევა, როდესაც ინგლისური კოკერები უზომოდ ავები, ნერვიულები და არაჯანსაღი ფსიქიკის პატრონები არიან. ეს ყველაფერი კი არასწორი მოშენების ბრალია. შესაბამისად კოკერ სპანიელის მსურველმა უნდა შეიძინოს მხოლოდ გამოცდილი კოკერ სპანიელების მშობლებისაგან.
ხასიათი: კარგი მონადირეა, გამოირჩევა ხანგრძლივი სიცოცხლით, მხიარულია, მეტად მოზომილი, მის მოგრძო ბეწვს და თათებზე ესაჭიროება განსაკუთრებული მოვლა.
სიმაღლე მინდაოში: ხვადი 39-41 სმ. ძუ 38-39 სმ. წონა: 12,5-14,5 კგ.
შეფერილობა: წითური, შავი, ორფეროვანი ან სამფეროვანი.
წარმომავლობა: დიდი ბრიტანეთი. 

კატეგორია: სპანიელები | დაამატა: gio (20.01.2014)
ნანახია: 562 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: