ამერიკული კოკერ სპანიელი
ამერიკული კოკერ სპანიელი ამერიკული კოკერ სპანიელის წინაპრები ინგლისური კოკერ სპანიელები იყვნენ, რომლებიც შეერთებულ შტათებში XIX საუკუნეში დიდი ბრიტანეთიდან მოხვდნენ. ამერიკული კოკერ სპანიელი დღესდღეისობით ერთ-ერთი ყველაზე მოდური სპანიელია (არსებობს სპანიელების უამრავი ნაირსახეობა: ტიბეტური სპანიელი, კინგ ჩარლზ სპანიელი, კავალერ კინგ ჩარლზ სპანიელი, ფილდ სპანიელი, სასეკს სპანიელი, კლამბერ სპანიელი, ინგლისური სპანიელი, ინგლისური კოკერ სპანიელი, რუსული სპანიელი, ამერიკული წყლის სპანიელი, ინგლისური სპრინგერ სპანიელი, ველშ სპრინგერ სპანიელი, ირლანდიური წყლის სპანიელი და სხვა). 1943 წელს ამერიკის კინოლოგიურმა კლუბმა ამერიკული კოკერ სპანიელის პირველი სტანდარტი მიიღო, ხოლო 1946 წელს ამერიკული კოკერ სპანიელი ინგლისის კინოლოგიურმა კლუბმა დამოუკიდებელ ჯიშად აღიარა. ამერიკულმა კოკერმა სახელი გაითქვა, როგორც ოჯახის მოყვარულმა, მუდამ მხიარულმა, კარგმა მონადირემ და საუკეთესო საგამოფენო ძაღლმა. ხატიათი: მშვენიერი გარეგნობა, ოჯახის მოყვარული, დამჯერი, მისი ბეწვი განსაკუთრებულ მოვლას ითხოვს. სიმაღლე მინდაოში: ხვადი სასურველია 38 სმ. ძუ სასურველია 35,5 სმ. დასაშვები 1,3 სმ. შეფერილობა: შავი, ყავისფერი, ღია კრემისფერი, წითური, მუქი წითელი, შავ-თეთრი, თეთრ-წითური. წარმომავლობა: ამერიკის შეერთებული შტატები. | |
| |
ნანახია: 570 | |
სულ კომენტარები: 0 | |