რუსული მწევარი
რუსული მწევარი

დადებული სურათი

რუსული მწევარი (Русская псовая борзая) არის მონადირე ძაღლის ჯიში, რომელიც გამოყვანილია რუსეთში. მას ახასიათებს შემდეგი თვისებები: კარგად ხედავს, ძალზე ენერგიულია, სწრაფი (განსაკუთრებით მცირე დისტანციაზე), აგრესიულია ნადავლისადმი, რომელსაც დიდი ძალითა და სწრაფი ნახტომით ადვილად დასცემს მიწაზე.
ის საკმაოდ მაღალი ძაღლია (მდედრის სიმაღლე 68-78სმ-ია, მამრის - 75-86). სიგრძე კი - მამრის 102, ხოლო მდედრის 105სმ-ია. დახვეწილი, სუსტი, ელეგანტური აგებულების ძაღლია.

სახე ვიწრო აქვს და მისი სიგრძე თავის ჩონჩხის სიგრძის ტოლია. თვალები მრგვალი და ოვალური ფორმის აქვს. ხოლო ყურები - პატარა, თხელი, წაგრძელებული და მოძრავია. დაფარულია მოკლე ბეწვით. მკერდი არ აქვს ფართო. კუდი გრძელი, თხელი და წაგრძელებულია. 

რუსული მწევრის შეფერილობა შეიძლება იყოს მრავალფეროვანი:თეთრი, ოქროსფერი, წითელი, შავი .... 

კატეგორია: მწევრები | დაამატა: gio (20.01.2014)
ნანახია: 571 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: