ავღანული მწევარი
ავღანული მწევარი

დადებული სურათი

ღირსეულად დასმული თავი, შორს მისწრაფებული გამოხედვა და შეუდარებელი არისტოკრატიული გარეგნობა – სწორედ ესაა ეკზოტიკური და კეთილშობილი ავღანი. დიდებული, ხშირი, რბილი, აბრეშუმისებრი ბეწვი ფარავს ავღანის გრაციოზულ და ტანად ფიგურას. ამ ჯიშის თავი მოგრძოა, თათები დამალულია ხშირ ბეწვში („ჩუსტები"). კუდი დაფარულია საუცხოო ბეწვით, ბოლოში შემოხვეულია რგოლის ან ნახევრად რგოლის ფორმით. სიმაღლე მინდაოში – 61-71 სმ, წონა – 23-28 კგ. შეფერილობა: მრავალფეროვანი: ერთ-, ორ- ან სამფეროვანი.



ისტორია. არავინ იცის თუ საიდან მოვიდნენ ავღანური მწევარები, მაგრამ ისინი არსებობდნენ და იარსებებენ მუდამ. ითვლება, რომ სწორედ ავღანურ მწევარს მიანიჭა უპირატესობა ნოემ და ასეთი ძაღლების წყვილი კიდობანში წაიღო. ავღანის წარმომავლობა ფესვებით ძველ დროში მიდის. მისი წინაპრების გამოსახულებებს პოულობენ სოლებრივ ფირფიტებზე და სვეტებზე. სამშობლოში ავღანური მწევარები იმდენად ფასობდა, რომ პატრონები მათ სხვა მფლობელისათვის მიყიდვის შემდეგ პარავდნენ. ამ ჯიშს იყენებდნენ ცხვრებისა და პირუტყვის დასაცავად, ირმებზე და სხვა ნადირზე სანადიროდ, კომპანიონის სახით ან უბრალოდ როგორც ლამაზ ძაღლს. რაც შეეხება მათ უშიშრობას და სიმამაცეს, ცნობილია შემთხვევები, როდესაც ავღანი ლეოპარდთან ბრძოლაშიც კი გამარჯვებული გამოდიოდა.



ხასიათი. ავღანი – კეთილი და გულშემატკივარი ძაღლია. იგი ფლობს უდაბნოებში მცხოვრებ წინაპართა სიბრძნეს. ავღანი მიდრეკილია დამოუკიდებლობისადმი, იგი თავდაჭერილია, ასევე ალერსიანია ბავშვების მიმართ. ავღანური მწევარი საჭიროებს ხანგრძლივ სეირნობებსა და სივრცე. 

კატეგორია: მწევრები | დაამატა: gio (20.01.2014)
ნანახია: 717 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: