უნგრული მოკლებეწვიანი მეძებარი-ვიჟლა
წარმოშობა: უნგრეთი
ვიჟლას გამოყენების სფერო: უნივერსალური თოფით სანდირო ძაღლი, მას მოეთხოვება ნადირობა მინდორში, ტყესა და ჭყალში. ამ ყველაფერს კი ახერხებს თავისი შესანიშნავი ცხვირის, სისწრაფის, მოხდენილი ძებნის უნარით, დაუზარებლად აპორტირებისა და შეუპოვრად ცურვით, რომელსაც იგი ხალისით აკეთებს. ამ ჯიშის ძაღლები დაუბრკოლებლად ეგუებიან ნებისმიერ ბუნებრივ პირობებს... ნადირობის საუკეთესო თვისებებთან ერთად, იქიდან გამომდინარე რომ ნებისმიერ პირობას ადვილად და კარგად ეგუება იგი არის შესანიშნავი კომპანიონი ბინაში.
FI -ის კლასიფიკაცია: მეშვიდე ჯგუფი(მეძებარი ძაღლები) სექცია პირველი"კონტინენტალური მეძებარი ძაღლები"
უნგრული მოკლე ბეწვიანი მეძებარი მომდინარეობს კარპატის მთების აუზში მცხოვრები ნორმანდიელების მონათესავე უნგრული ტომებიდან.ჩანაწერები და გრაფიკული გამოსახულებები ამ ძაღლზე ჯერ კიდევ მეთოთხმეტე საუკუნეში იქნა აღმოჩენილი., ხოლო მეთვრამეტე საუკუნეში კი კვლავ მოხდა ამ ჯიშის პოპულარიზაცია.
ძირითადი მოყვანილობა: საშვალო ზომის, ელეგანტური თოფით სანადირო ძაღლი, დაფარული მოკლე ოქროსფერი ქურქით. იგი არის მშრალი, მჭლე აღნაგობის, რაც მას ხელს უწყობს სილამაზესა და სიძლიერის ჰარმონიულად წარმოჩინებაში.
ცხვირი: კარგად განვითარებული, ნესტოები დრუნჩთან პროპორციულად განიერი. ფერი ბეწვთან ჰარმონიზირებულად მუქი.
დრუნჩი: მსხვილი, ძლიერი ყბებით და მუსკულატურით, ხიდი ცხვირზე პარალელურად სწორი.
ტუჩები: თხელი, ლაშები არ უნდა ქონდეს ჩამოკიდებული.
ყბა და კბილები: ძლიერი, შესანიშნავად შეკრული ყბები 42 ძლიერი ჯამრთელი კბილით, რომელთა თანყრა მაკრატისებურია.
თვალი: საშვალო ზომის ოვალური. ყავისფერი შეფერილობის არმონიზირებული ბეწვთან.
კისერი: საშვალო ზომის კარგი მუსკულატურით.
ტანი: მინდაო:მკვეთრად გამოხატული მუსკულატურით.
წელი: მოკლე, განიერი, კუნთოვანი,სწორი.
გავა: განიერი და საკმაოდ გრძელი,მომრგვალებული დაბოლოებით.
მკერდი: ღრმა და განიერი კარგი გამოკვეთილი მუსკულატურით.
კუდი: კუდი ზის ოდნავ უმნიშვნელოდ დაბლა გავასთან, იმ ქვეყნებში სადაც კანონით არ იკრძალება კუდის ერთი მეორედი უნდა მოეჭრას.
კიდურები: წინხედიდან კიდურები სწორი და ერთმანეთის პარალელურიავ ერტიკალურად მყოფი ტანიდან. ძლიერი ძვლით და კარგი მუსკულატურით.
მხარი: გრძელი, დახრილი და ბრტყელი. საკმაოდ მშრალი მუსკულატურით.
წინა კიდურები: გრძელი კარგი მუსკულატურით, ძლიერი ძვლით და არავითარ შემთხვევაში უხეში.
თათი: ოდნავ ოვალური, კარგი შესახსრებით, ძლიერი თათის წვერები ძლიერი ყავისფერი ფრჩხილებით.
უკანახედიდან კიდურები სწორი და პარალელურია, გვერდ ხედიდან ვერტიკალურად განლაგებული ტანს ქვემოთ, ძლიერი ძვლით და მშრალი მუსკულატურით.
კანი: მტკიცე, ყოველგვარი ნაკეცების გარეშე, კარგი პუგმენტაციით.
თმა მოკლე და ხშირი, შეხების დროს შესაძლებელია უხეშიც მოგვეჩვენოს. ოდნავ და არა შესამჩნევად გრძელი ბეწვი დასაშვებია კუდზე.
შეფერილობა ოქროსფერი მუქი ოქროსფერი.... წითელი ყავისფერი და ღია ფერები დასაშვებია მარა არარეკომენდირებული.
სიმაღლე: ხვადი 58-64სმ ძუ: 54-60სმ.
საშუალო წონა: 22-28 კგ.
უნგრული ვიჟლა
| |
ნანახია: 1150 | |
სულ კომენტარები: 0 | |