შოტლანდიური სეტერი
სეტერი გორდონი

დადებული სურათი

შოტლანდიური სეტერი 

წარმომავლობა. შოტლანდიური სეტერი ძველი ინგლისური შავ-ჩალისფერი ძაღლების საფუძველზე XIX საუკუნის პირველ ნახევარში გამოიყვანეს. მის შექმნაში ძირითადი როლი გორდონთა ჰერცოგების თავშესაფარს ეკუთვნის. ჯიშწარმოქმნის პროცესში გამოიყენებოდა მეტიზაცია სხვა ჯიშების სეტერებთან, ასევე პოინტერებთან. ამასთან ერთად, სამუშაო თვისებებით განთქმულ შოტლანდიურ სეტერებს მრავალჯერადად იყენებდნენ სხვა სეტერების გასაუმჯობესებლად. თავიდან ბოლომდე აღნიშნული ჯიში 1860 წელს ჩამოყალიბდა.

ჯიშის დახასიათება. შოტლანდიური სეტერი გამძლე, ძალზე ჟინიანი ძაღლია, რომელსაც აქვს ნებისმიერ ადგილას მუშაობის უნარი. ინგლისური სეტერის მსგავსად, სეტტერ-გორდონს აქვს შესანიშნავი ალღო, მისგან გამოირჩევა უფრო მასიური აგებულობით, შთამბეჭდავი ჩორთით და ნაბულის სტილით. სეტერ-გორდონის ძებნის დიაპაზონი უფრო ვიწროა, ვიდრე სხვა სეტერებთან, რაც ამ ჯიშს ტყეში ნადირობათა მოტრფიალეების საყვარელ ძაღლად ხდის. მშვიდი, დამჯერი, პატრონის მოყვარული გორდონი – შესანიშნავი სახლის ძაღLია. საჭიროებს უხეშ, მაგრამ მომთმენ წვრთნას. შოტლანდიური სეტერი მონადირული და კომპანიონი ძაღლია.

აღწერა. შოტლანდიური სეტერის ძაღლი მასიური, მაგრამ მშრალია. თავის ქალის ყუთი მოცულობითია, მაგრამ ოდნავ მომრგვალებული თხემით. გადასვლა შუბლიდან დრუნჩზე გამოხატულია. დრუნჩი მშრალი, ფართო, გრძელი, მართკუთხაა პროფილში შეხედვისას. ამ ჯიშის ყბები ძლიერია, ტუჩები ჩამოშვებული არაა, ცხვირის ბიბილო შავი ფერისაა. თვალები დიდია, მომრგვალებული ფორმის, სწორად განლაგებული, მუქი თაფლისფერი ფერის. ყურები დასმულია თვალების დონეზე ოდნავ მაღლა, ისინი ფართო, დაკიდებული, გრძელი და თხელია, დაფარულია გრძელი, სწორი ან ოდნავ ტალღოვანი ბეწვით. კორპუსი ძლიერი კონსტიტუციისაა, ღონიერი, ოდნავ გაჭიმული. მკერდი ფართოა, ჩამოშვებულია იდაყვებამდე. თეძოები მკვრივია, ზურგი – მოკლე, წელი – ზევიდან შეხედვისას ფართო, ოდნავ ამობურცული, მუცელი – უმნიშვნელოდ აწეული, კიდურები – ძლიერი, კუნთოვანი, თათები – ოვალური, მჭიდროდ შეკრული თითებით. კუდი სქელია საფუძველთან, თხელდება ბოლოში, სწორი ან ხმალისებრი ფორმის. ძაღლს იგი უჭირავს მიწის პარალელურად. კიდურების უკანა ზედაპირებზე და მკერდის ქვედა ნაწილში –გრძელი, სწორი თმისაგან წარმოქმნილი ანაძენძი. შეფერილობა: შავ-ჩალისფერი. შავი ფერი – ღრმა ნახშირისფერ-ბზინვარე, მურა ფერის ელფერის გარეშე. თრთვილები – კონტრასტული, ხასხასა წითური ფერის. ისინი განლაგებულია თვალების ზემოთ და დრუნჩის გვერდებზე, მკერდზე, წინა და უკანა კიდურებზე, კუდის საფუძველის ქვეშ. დაშვებულია შავი ფერის ზოლები თითებზე და ნიკაპზე, პატარა თეთრი ლაქა მკერდზე. სიმაღლე მინდაოში: ხვადი – დაახლოებით 66 სმ, ძუ – დაახლოებით 62 ასმ. წონა: ხვადი – დაახლოებით 30 კგ, ძუ – დაახლოებით 25 კგ.

ყოლა და მოვლა. შოტლანდიური სეტერი საკმაოდ კარგად ეგუება ბინაში ცხოვრებას. თუმცა, საჭიროებს სივრცეს განვითარებისათვის და აქტიურ ფიზიკურ ვარჯიშებს. აუცილებელია მისი ბეწვის რეგულარული ვარცხნა.

დადებული სურათი

დადებული სურათი

დადებული სურათი

დადებული სურათი

დადებული სურათი

დადებული სურათი 

კატეგორია: მეძებრები | დაამატა: gio (20.01.2014)
ნანახია: 1068 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: