ლანგჰაარი
 
გერმანული ლანგჰაარი არის ერთ ერთი უძველესი კონტინენტური პოინტერის ჯიში ცენტრალურ ევროპულ ძაღლის ჯიშებს შორის. ჯიშის რეგისტრაცია მოხდა 1879 წელს. უმეტესობა ამ ძაღლებისა, როგორც შემონახული ნახატებიდან ჩანს, გამოიყენებოდა როგორც შევარდნით ასევე იარაღით ნადირობისას. 
ძველი გერმანული ტექსტები გვაუწყებს, რომ ეს გრძელბეწვიანი ძაღლი ნადირობდა ქორთან ერთად ფრინველებზე, ასევე ნადირობდა ნადირზე და წყალმცურავ ფრინველებზე. 
ამ ძაღლის აღწერა ნაპოვნი იქნა 1870 წელს. 1879 წელს დადგინდა მისი პარამეტრები და სტანდარტები 
ლანგჰაარს აქვს ძლიერი და დაკუნთული სხეული. მამლის სიმაღლე 60-70 სმ-ია, დედლის კი 58-66სმ. იდეალური წონაა 30 კგ. არსებობს 6 ფერის შეფერილობით, ყავისფერი, თეთრი და სხვა ფერის ლაქებით. 
თანამედროვე გრძელბეწვიანი მეძებარი გამოსადეგია ყოველგვარ მძიმე კლიმატურ პირობებში სანადიროდ.აქვს ხშირი ბეწვით დაფარული ტანი.ადვილად გადააქვს მკაცრი ზამთარი.დამჯერე და საზრიანია,განსაკუთრებით უყვარს ჭაობიან ადგილებში ნადირობა 
ჯიშის სტანდარტი FCI № 117: 
საერთო აღწერილობა. ლამაზი და ელეგანტური ძაღლია, რომელსაც აქვს ძლიერი, კუნთოვანი სისტემა. ხასიათით არის ძალიან რბილი და მოსიყვარულე.არის ცოცხალი და აქტიური. 
თავი და სახე. პალოსებური,წაგრძელებული ფორმის, მშრალი. შუბლის სიგრძე ტოლია სახის სიგრძისა. დინგზე აღენიშნება ოდნავ ამოზნექილი და არის ფართო .დრუნჩი აქვს ყავისფერი.ტუჩები მჭიდროდ მიკრულია თავის ქალასთან. 
თვალები. სიმეტრიული, მშრალი, საშუალო სიდიდის, ოვალური. ფერი შესაძლოა იყოს შეფერილობაზე მუქი. 
ყურები. ჩამოკიდებული, ოდნავ მაღლა წამოწეული, ფართო და ბოლო მომრგვალებული. მათი სიგრძე უნდა ემთხვეოდეს თავის სიგრძეს. 
კისერი. მაღლაწამოწეული, ძლიერი. 
ტორსი. მკერდი-ღრმა, ოდნავ წვემოთ დაწეული, ჩამოშვებული სახსრამდე, სიგანე უნდა შეესაბამებოდეს საერთო ტიპის და აგებულებას. მუცელი ზომიერად დაშვებული. მინდაო მაღალი-კუნთოვანი. წელი ძლიერი, სწორი და მოკლე. საერთო აგებულება კვადრატული 
ფეხები. ხმელი,სწორი და პარალელურად დაყენებული, კარგად გამოკვეთილი 
კუთხით 
კუდი. მაღალა წამოწეული, სწორი,მოხრილობის გარეშე,ბალანი კუდის ნახევარს იქეთ უნდა ქონდეს უფრო გრძელი. კუდი უჭირავს ჰორიზონტალურად ან ოდნავ მაღლა წამოწეული. ძალიან გრძელი ან ბოლოში მოხრილი კუდი აუცილებელია მოიკვეთოს! 
ბალანი. თავზე არის მოკლე, წელზე,გვერდებზე და მკერდზე სიგრძე აღწევს 3-5 სმ ,ხოლო გულმკერდის,ყელის და მუცლისქვედა მხარეს უფრო გრძელია. კუდი და ყურები დაფარულია ლამაზი ტალღოვანი ბეწვით. კიდურებზე ბალანი უნდა იყოს შედარებით სქელი ვიდრე ტანის სხვა ნაწილებზე 
ეფერილობა. ყავისფერი, ყავისფერფოთლიანი, ყავისფერწინწკლიანი, ჭაღარა ყავისფერი და თეთრი ყავისფერი 
[size=9]სიმაღლე[size=9]ხვადები: 62-70 სმ, ძუები: 58-66 სმ 
 

კატეგორია: მეძებრები | დაამატა: gio (22.01.2014)
ნანახია: 764 | კომენტარი: 1 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: