ინგლისური სეტერი

                                                                

          

                                         ინგლისური სეტერი

ინგლისური სეტერი გამოყვანილი იქნა პირველადი გრძელბეწვიანი ინგლისური მეძებრისგან, რომელსაც ჯერ კიდევ მე-18 საუკუნის დასაწყისში ამრავლებდნენ ყოველგვარი შეფერილობის გაუთვალისწინებლად, მხოლოდ სამუშაო მიზნებისათვის.

მხოლოდ 1830 წლებისთვის დაიწყეს სეტერების გამოყვანა გავრცელების ადგილების შესაფერისი ფერების მიხედვით. მაგალითად ირლანდიაში ჭარბოდა მწითური-ჭრელი ძაღლები, სამხრეთ ინგლისში – თეთრ-შავი, ყავისფერი და თივისფერი ლაქებიანიძაღლები, შოტლანდიაში კი შავი ძაღლები მწითური კიდურებით. ინგლისურ სეტერად წოდებული თეთრი ძაღლების გამოყვანაში დიდი როლი შეასრულა ინგლისელმა კინოლოგმა – ლავერაკმა. ამისათვის ინგლისურ სეტერებს ხშირად უწოდებენ ლავერაკებს. 

დღევანდელი ფორმით ინგლისური სეტერი არის კეთილშობილი, ლამაზი და განსაკუთრებით ძლიერი ყნოსვის მქონე ძაღლი, სწრაფი და შორი ძებნის სტილით; ინგლისურ სეტერს აქვს მყარი და გამორჩეული ნაბული, რომლიც ხასიათდება იმით რომ ამ პროცესში მას ჩვევად აქვს ჩაჯდომა (ჩაწოლა). ამ თვისებისებიდან გამომდინარეობს სეტერის ჯიშის ძაღლების შემოკლებული სახელწოდებაც Setter (To Set – ჩაჯდომა, ჩაწოლა).

სტანდარტი

დახასიათება. მშვიდი და ნებიერი ძაღლია, რომელსაც ძლიერად განვითარებული მონადირის ინსტიქტი აქვს. ინგლისური სეტერი საშუალო სიმაღლისა. ეს ელეგანტური ძაღლი დახვეწილი მოძრაობით, პროპორციული წყობით და ლამაზი გარეგნობით გამოირჩევა.

თავი. თავი უნდა იყოს გრძელი, მშრალი და შუბლინდან დინგზე მკვეთრად გამოხატული გადასვლით. ქალა ყურებს შუა ოვალურია, და კარგად აქვს გამოხატული კეფის "ბორცვი".  დინგი ღრმა და მართკუთხა ფორმისაა; მანძილი კეფის "ბორცვიდან" თვალებამდე და თვალებიდან ცხვირის წვერამდე თანაბარია. ყბები კარგადაა გავითარებული, ნესტოები ფართოდაა გაშლილი, ტუჩები მსუბუქადაა ჩამოკიდებული. ცხვირის თავი შესაძლებელია იყოს შავი ან ყავისფერი, რაც დამოკიდებულია ბეწვის შეფერილობაზე.

თვალები. მომრგვალო ფორმის, პირდაპირაა დასმული და რაც უფრო მუქია, მით უფრო უკეთესია.

ყურები. საშუალო სიგრძის, დაბლა დასმული, დაკიდული და მჭიდროდ მიკრულია ყბებთან. ყურის ზედა ნაწილი დაფარულია აბრეშუმისმსგავსი თხელი ბეწვით.

კბილები. კარგად განვითარებული, სწორი მაკრატელისებრი თანკბილვით.

კისერი. გრძელი, მშრალი, დაკუნთული და ლამაზი მოყვანილოვის. ზედა ნაწილი კეფის "ბორცვიდან" მსუბუქად გამობურცულია, მინდაოს მიმართულებით კისერი ფართოვდება. კანი არ უნდა იყოს დაკიდული.

ტანი. ზომიერი სიგრძის, ზურგი მოკლე და სწორია. ხერხემალი მოკლე, განიერი, ძლიერი და დაკუნთულია. მკერდი საკმაოდ ღრმაა.

წინა კიდურები. ბეჭის ძვლები გრძელი და ცერად დასმულია. წინა-მხრები გრძელია და კარგად განვითარებული კუნთებითაა შემოსილი. იდაყვები განთავსებულია დაბლა და მიმართულია მკაცრად უკან.

უკანა კიდურები. თეძოები კარგადაა განვითარებული, რელიეფური და გრძელია. მუხლის სახსრები მომრგვალებული და ძლიერია. წვივები გრძელია. 

თათები. ოვალური ფორმის, მუშტად შეკრული, თათებს შორის აბრეშუმისებრი ბეწვით.

კუდი. საშუალო სიგრძის, დასმულია ზურგის ხაზთან ერთ კონტურში, არის სწორი ან ხმალის ფორმის. როგორც სტანდარტი, კუდი უნდა იყოსზურდის დონეზე ან ოდნავ დაშვებული. კუდის დამამშვენებელი ბეწვი მოგრძო და დაკიდული ფორმისაა, რომელიც იწყება კუდუსუნიდან ოდნავ მოშორებით და  შევიწროების ხაზით გრძელდება კუდის წვერამდე, სადაც ბეწვის სიგრძე მინიმალურია

ბეწვი. ბეწვი თავზე და ფეხების წინა მხარეს მოკლე და აბრესჰუმისებრია, ყურებზე და მთელს ტანზე გრძელი, ოდნავ ტალღოვანი, თხელი და მბზინავია. 

შეფერილობა.  შეფერილობა თეთრ-შავი, ყვითელი, სტაფილოსფერი, ჩალისფერი და მუქი ყავისფერი ლაქებით ან და წერტილებით, და ასევე შესაძლებელია იყოს სამ ფერში. 

წონა და სიმაღლე. ხვადების წონაა 27...30 კგ, ძუების წონაა 25,4...28 კგ. სიმაღლე მინდაოში ხვადისთვის არის 64,8...68,5 სმ, ძუსთვის 61...65 სმ. 

ნაკლი და მანკიერი მხარეები. უხეში, მასიური მხრები. მოკლე და წაწვეტებული დინგი, განუვითარებელი კეფის "ბორცვი", შუბლიდან დინგზე სუსტი გადასვლა, ღია ან ცერად დასმული თვალები, მაღლა დასმული ყურები. ბრტყელი ნეკნები, ზედმეტად გრძელი ხერხემალი. ფართო, გახსნილი თათები, სუსრი კიდურები, მაღლა აწეული კუდი, არასწორი თანკბილვა.

კატეგორია: მეძებრები | დაამატა: gio (14.01.2014)
ნანახია: 1154 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: