დრათჰაარი გერმანული უხეშბეწვიანი მეძებარი განეკუთვნება მეტად გავრცელებულ სანადირო ჯიშის ძაღლებს, არა მხოლოდ ჯიშის სამშობლოში (გერმანია), არამედ ბევრ სხვა ევროპულ ქვეყნებშიც. ეს ძაღლი უთუოდ გულუხვადაა დაჯილდოვებული სამონადირეო თვისებებით და გამოსადეგია ყოველმხრივი ნადირობისთვის. მის ფორმირებაში მონაწილეობდნენ სხვადასხვა ჯიშის მეძებრები, განსაკუთრებით უხეშბეწვიანები, მანამდე სანამ მისი ექსტერიერი სტაბილურად არ ჩამოყალიბდა და შედეგად 1924 წელს გამოსცეს ოფიციალური სტანდარტი. მისი შემქმნელების ჩანაფიქრი იყო მაღალი საველე თვიისებების მქონე უხეშბეწვიანი მეძებრის გამოყვანა, რომლის ბეწვის საფარი საკმარისად დაიცავდა ძაღლს ამინდის არახელსაყრელი პირობების გავლენისაგან. ამ თვისებების წყალობით მან სწრაფად მოიპოვა აღიარება და თითქმის სრულად ჩამოიცილა მისი ბევრად უფროსი ახლო ნათესავი, გერმანული ნემსაბეწვიანი მეძებარი - შტიხელჰაარი. სტანდარტი საერთო შეფასება. ძაღლი საშუალო სიმაღლისაა ლამაზი საჯიშე კონტურებით. არის ტემპერამენტული და ენერგიული, ჭკვიანი გამოხედვით. ტანზე კარგად დასმული უხეში ბეწვით. ტანის სიგრძე სიმაღლესთან შეფარდებით არის 10 : 9. სიმაღლე მინდაოში ხვადისთვის არის 60—65 სმ. ხოლო ძუსთვის - არანაკლებ 56 სმ. ბეწვის საფარი. ბეწვი მავთულის ფორმის, უხეში, საშუალო სიგრძის, გამოუკვეთავი შეფერილობის. ის არ უნდა ცვლიდეს სხეულის კონტურებს, მაგრამ საკმარისი სიგრძე უნდაჰქონდეს იმისთვის, რომ ძაღლი დაცული იყოს ტემპერატურული ცვლილებებისგან და შესაძლო ჭრილობებისგან. ბეწვი ტანზე მჭიდროდ უნდა იყოს დასმული, ფეხის ქვედა მხარეს ის შედარებით მოკლეა, ყურებზე ძალიან ხშირი, წარბები ხშირი, ძლიერი და ზომიერი სიგრძის წვერ-ულვაში. ტანი. ფიზიკური პროპორციები, კუნთები (მუსკულატურა), მყესები და სახსრები უნდა იყოს ისეთი, რომ ძაღლმა შეძლოს დაუღალავად და სწაფად გადაადგილება. თავი. ზომიერად გრძელი, განიერი და გრძელი დინგით. კბილები ძლიერი, თანკბილვა - მაკრატელა. ყურები საშუალო სიდიდის. თვალები კარგად დახუჭვადი მშრალი ქუთუთოებით. კისერი. საშუალო სიგრძის და სისქის. მინდაო მაღალი, გრძელი და დაკუნთულია. მკერდი. ზომიერი სიგანის, ღრმა, ნეკნები ამოზნექილია. კიდურები. კიდურები სახსრების სწორად გამოკვეთლი კუთხეებით. ბეჭები მჭიდროდ მიკრული, ცერად დასმული. კიდურები სწორი. თათები. მომრგვალებული ფორმის, თითები მუშტად შეკრული, მყარი ბალიშებით. | |
| |
ნანახია: 948 | |
სულ კომენტარები: 0 | |