ჩაქირა უძვლესი ძაღლის ჟიში რომელიც საქართველოში გამოიყვანეს
ჩაქირა. მყეფარა "მეკვერნე"

ქართული მყეფარა ანუ, როგორც მას ჩვენში ეძახიან მეკვერნე ,მყეფარათა საერთო ჯიშს უნდა მივაკუთვნოთ.თუმცა გარეგნულად მათ შორის დიდი განსხვავებაა.
ქართული მეკვერნე ძაღლების სამშობლოდ დასავლეთ საქართველო უნდა იქნას აღიარებული, განსაკუთრებით აჭარა და გურია.

აღსანიშნავია მეკვერნე ძაღლის ზოგიერთი დამახასიათებელი ჩვევები.დაგეშილი ძაღლი ზამთარში , როცა კვერნაზე ნადირობის სეზონია , განუწყვეტლივ ყეფს და მოითხოვს სანადიროდ წაყვანას.იგი მონადირეს დამწყვდეული ან ჯაჭვით დაბმული ყავს. ამის გამო იგი იმდენად ავია ,რომ პატრონის გარდა არავის იკარებს.თუ თავისუფლად გაუშვით ,სხვა ძაღლებს ებრძვის და რადგან ტანათ შედარებით პატარაა და სუსტი ღონისაა ,მსხვერპლი ხდება ეზოს ან ჯოგი ძაღლებისა.
მეკვერნე ძაღლები თითქმის ყველა ერთი ტიპისანი არიან,განსხვავება მხოლოდ ფერშია.

1. თავი- ტურის მსგავსი აქვს.

2. თვალები- ცბიერი გამომეტყველებით,ავი.ხშირად თვალის ფერს სიწითლე გადაკრავს ,რაც სიავის ნიშანია.

3. ყურები -ზემოდან ჩამჯდარიბუნებრივად ლამაზად აცქვეტილი.

4. კისერი -მოკლე და მკვრივი.

5. ფეხები- წინა პირდაპირი, უკანა კი სახსარში მოხრილი.

6. ბალანი- მოკლე უხეში (ჯარისებური)

7. კუდი- მოკლეა და მისი ბოლო თეთრია.

8. ფერი - წაბლისფერი, მკერდი და ფეხები თეთრი წინწკლებით.


დამახასიათებელია კისერზე თეთრი საყელოს მსგავსი ზოლი

ეს ჯიში ფაქტიურად გადაშენებულია.


დადებული სურათი 

კატეგორია: მეძებრები | დაამატა: gio (20.01.2014)
ნანახია: 956 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: