Bracco Italiano იტალიური პოინტერი
Bracco Italiano იტალიური პოინტერი 




დადებული სურათი
ბრაკო იტალიანო(იტალიური პოინტერი) არის სპორტული და ძლიერი აღნაგობის ძაღლი, გარეგნულად გავს პოინტერს და ბლოდჰაუნდს.მე-19 საუკუნის დასაწყისიდან ჯიშის გაკეთილშობილება ინგლისურ პოინტერებთან შეჯვარებით დაიწყეს და მიიღეს უფრო მსუბუქი, შდარებით ელეგანტური და სწრაფი მეძებარი. ზემოთ აღნიშნული ძაღლის ჯიში გამოირჩევა მაღალი ყნოსვით, ყველასგან განსხვავებული ძებნის მანერით (ეძებს ჩორთით). იგი უნივერსალური მონადირეა და გამოიყენება ყველა სახის ნადირობისთვის.მსხვილფეხა ნადირსაც დაზდევს... და ყველა უნივერსალებისგან განსხვავებით ფრინველს სტოიკას უკეთებს, იგეშება ყოველგვარი ძალდატანების გარეშე... იდეალური კომპანიონია... თავის მონაცემებიდან გამომდინარე საჭიროებს მუდმივ და რეგულარულ ვარჯიშებს რათა არ დაკარგოს სანადირო ფორმა. მას ხანდახან კუდს აჭრიან იმის გამო რომ დიდია ტრავმების რისკი.

ბეწვი აქვს მოკლე,მკვრივი,უხეში და პრიალა,ნაგრამ თავზე, ყელზე, ყურებზე და ფეხებზე აქვს შედარებით რბილი და დაბალი ბეწვი.იგი წელიწადში რამოდენიმეჯერ იცვლის ბეწვს,ძირითადად გვხვდება თეთრი-ნარინჯისფერი,ყავისფერ-წაბლისფერი და ქარვისფერი ლაქებით სახეზე, ყურებზე სხეულზე და კუდზე.
მასა 25-40კგ.
ნადირობას იწყებს სწრაფი ტემპით, მაგრამ ტემპს აგდებს როდესაც კვალს იღებს.რაც უახლოვდება ობიექტს მით უფრო ანელებს მოძრაობას და ფეხის აწევით აკეთებს ნაბულს.

ხასიათით არის წყნარი,იდეალური ოჯახის პირობებში, ძალიან უყვარს ბავშვები, კარგად ეგუება ოჯახში მყოფ სხვა ძაღლებს და შინაურ ცხოველებს,ნადირობის დროს იოლად უჯერებს პატრონს თუ შეამჩნია რომ პატრონის აზრი ჯობია მისას რაც ბევრს ითხოვენ მისგან უფრო მეტად ცდილობს და უკეთ ასრულებს ბრძანებებს.მიუხედავად იმისა რომ წყნარი ძაღლია როდესაც საჭიროა თავის ძალას და აგრესიას ავლენს.
ამ ჯიშს უყვარს ნადირობა "ბრაკო რომელიც არ ნადირობს არაა ბედნიერი ბრაკო". 

კატეგორია: მეძებრები | დაამატა: gio (20.01.2014)
ნანახია: 796 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: