ფეხთან" ბრძანების სწავლება



"ფეხთან"
უნდა აღნიშნოს, რომ ყოველი გაკვეთილი ძაღლის გაწვრთნის პროცესში გავს კიბის საფეხურებს, რომელთა საშუალებითაც ავდივართ მაღლა. ყველა საფეხური მნიშვნელოვანია, ერთიც რომ გამოვტოვოთ მთელი ჩვენი წვრთნა დაკარგავს მთლიანობას და თანამიმდევრობას.
ბუნებაში ბევრი ცხოველია მიჩვეული გვერდიგვერდ სიარულს, ასევე არიან მგლებიც, ამიტომაც ძაღლისთვის ასეთი საქციელი უცხო არ არის, მას ეს ინსტინქტების დონეზე აქვს, უფრო მეტიც არიან ძაღლები რომლებიც დაბნელების შემდეგ არ სცილდებიან პატრონს და გვერდით დაყვებიან, რათქმაუნდა ეს არ ნიშნავს იმას რომ ძაღლი მშიშარაა, უბრალოდ ის ამას ინსტინქტურად აკეთბს და ასეთი საქციელით ცდილობს პატრონის დაცვას, ასე რომ ამ ბრძანების ათვისება არ იქნება რთული ძაღლების 99%-ვის, თუმცა არიან ჯიუტი, ხასიათიანი ძაღლები რომლებთანაც მეტი მუშაობაა საჭირო და შეძლება „ეკლიანი ყელსაბამიც" კი დაგჭირდეთ. 
ამ ბრძანების შესრულებას ყველაზე კარგად ლეკვობაში ეჩვევა ჩვენი აღსაზრდელი, რათქმაუნდა სანამ ბრძანების სწავლებას დავიწყებდეთ, ლეკვი შეჩვეული უნდა იყოს ყელსაბამით სეირნობას. მაშ ასე ვუკეთებთ ლეკვს ყელსაბამს და საბელის ვიჭერთ მარცხენა ხელში, სეირნობისას როდესაც ლეკვი გაგვცდება და გაქაჩავს ყელსაბამს, ჩვენ სწრაფი მოძრაობით მოვქაჩავთ მას უკან და 180 გრადუსით ვიცვლით მიმართულებას, ბრძანებითი ტონით ვეუბნებით „ფეხთან", თუ ლეკვი ისევ გაგვასწრებს ვიმეორებთ იგივეს, შეიძლება ეს გამვლელებს სასაცილოდ მოეჩვენოთ, მაგრამ ნუ მიაქცევთ ყურადღებას. ასეთი პროცედურის გამეორება შეიძლება რამოდენიმეჯერ დაგვჭირდეს, მაგრამ საბოლოოდ ლეკვი დაიწყებს ჩვენს ფეხთან სიარულს რადგან ყოველი წინ გასვლის შემთხვევაში მან იცის რაც მოხდება. მას შემდეგ რაც ის გამოგვყვება გვერდით აუცილებელია მისი დაჯილდოვება, მარცხენა ხელში დამალული უნდა გვქონდეს ნუგბარი, რათქმაუნდა ლეკვი გრძნობს ნუგბარის სუნს და უკვე ხელს მოსდევს რადგან იცის რომ აუცილებლად დავაჯილდოვებთ თუ გვერდით ივლის. იმის შემდეგ რაც ლეკვი ხვდება ბრძანების შინაარს, თანდათან უნდა გავზარდოთ დრო ჯილდოს გადაცემასა და ძაღლის მიერ ჩვენს გვერდით გამოდევნების მომენტებს შორის, ოღონდ უნდა შევეცადოთ, რომ არ გამოვცადოთ ძაღლის მოთმინება.
სეირნობის დროს ჩვენ ხშირად უნდა გავიმეოროთ ეს სავარჯიშო. ლეკვი თავის გონებაში სწრაფად დააკავშირებს ნუგბარს და ჩვენდამი სრულ მორჩილებას. შესაბამისად ერთი კვირის შემდეგ როდესაც უბრძანებთ „ფეხებთან"! ის აუცილებლად მოირბენს ჩვენთან ამ მომენტში არ დაგავიწყდეთ მისი დაჯილდოვება.
თანდათან ჩვენ მივაღწევთ სასურველ შედეგს. ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია არ მივცეთ ძაღლს უფლება წავიდეს ჩვენგან, სანამ არ ვეტყვით „წადი".

მასალის წყარო: ochopintre.ge

კატეგორია: აუცილებელი წესების სწავლება ლეკვისთვის | დაამატა: gio (24.01.2014)
ნანახია: 762 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: