მოტანა ,,აპორტირება"
„მოტანა"
აპორტ



ჩვენ ძაღლს ვგეშავთ ნანადირევის მოტანის მეთოდით. ამისათვის საკმარისი არგუმენტების მოყვანა შეიძლება. ნანადირევის მოტანა ტყეში ძალიან სასარგებლოა და ჭაობის პირობებში აუცილებელიცაა. წრთვნის პრინციპი ისევ ჯილდოზე იქნება დამყარებული რადგან ეს არის პირველ რიგში ძაღლის მოთვინიერების, მისი დამშვიდების და მოჩვევის საშუალება. ამასთან რაც უფრო მრავალფეროვანია ძაღლის წვრთნის პროცესი მით უფრო კარგად სწავლობს ის ამ დავალებების შესრულებას. სასურველი მიზნის მისაღწევათ აუცილებელია, რომ ძაღლს ნანადირევი ბრძანების შემდეგ მოჰქონდეს და რაც მთავარია მან რბილად უნდა მოკიდოს მას პირი, წინააღდეგ შემთხვევაში ნადირობისას მან შეიძლება ნანადირევი დაგლიჯოს. ამიტომ მნიშვნელოვანია ძაღლი ადრეული ასაკიდანვე მივაჩვიოთ ყველანაირი რბილი საგნის ფრთხილად მოტანას. 

უნდა აღინიშნოს, რომ ნადირობისას ძაღლს ეკრძალება ნანადირევის მოტანა სანამ ძაღლი თავად არ მომწიფდება ამისთვის, უცხოელი ექსპერტები ორ წლამდეც არ აიძულებენ თავიანთ ძაღლებს მოტანას. რათქმაუნდა ყველა ძაღლს ინდივიდულური მიდგომა ჭირდება და როგორც წესი მწრვთვნელი ხვდება ამ მომენტის მოსვლას, ამის შემდეგ შეგვიძლია დავრთოთ ნება, რომ მოიტანოს ერთიდან ხუთ ცალამდე მოკლული ნანადირევი, ოღონდ დაიმახსოვრეთ ის უნდა იყოს უკვე მოკლული, არამცდაარამც ცოცხალი. 

ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ცოცხალი ნანადირევის მოტანა ძაღლს გარკვეულ წინააღდეგობებს უქმნის და ამან შეიძლება პრობლემები შექმნას ძაღლის მართვაში და მორჩილებაში. ამიტომ ბევრი მონადირე, რომელსაც არ უწევს ჭაობებში სიარული არ ასწავლის ძაღლს შორი მანძილიდან ნანადირევის მოტანას. 

აღსანიშნავია, რომ ამ გაკვეთილის ჩატარებისას ჩვენ მეტი გონიერება და ყურადღება გვმართებს. გაკვეთილი კი შემდეგში მდგომარეობს: ჩვენ ვართ ეზოში ან ოთახში, ასევე ძალიან კარგი ადგილია დერეფანი რომლის ბოლოშიც კედელია და ლეკვს სხვაგან წასასვლელი არ ექნება თუ არა დაბრუნდეს თქვენთან. მაშ ასე, ხელში გვაქვს პატარა რბილი საგანი, რომლის დანიშნულება ისაა, რომ ძაღლს უნდა გადავუგდოთ და ის მოგვიტანს. არსებობს მრავალი ვარიანტი ბალიშების, ზოგი მონდადირე მას თვითონ აკეთებს და საადირო ობიექტის ბუმბულით ტენის, ზოომაღაზიაშიც შეიძლება შერჩევა, მხოლოდ მიაქციეთ ყურადღება რომ სათამაშოში არ იყოს საწრიპინო აპარტი ან რაიმე მაგვარი, რადგან ძაღლი მიეჩვევა მის ღეჭვას და ამით „პირს გაიუხეშებს". მას შემდეგ რაც ბალიში შერჩეულია მივიტანთ მას ძაღლთან, ცხვირთან გაუთამაშებთ, მეტი გაგულიანებისთვის შეგვიძლია მსუბუგად მოუთათუნოთ პირზე და ამის შემდეგ ვაგდებთ შორიახლოს, ვეუბნებით „მოიტანე", თუ ის წავა და მოიტანს ეს ძალიან კარგია. იმისათვის რომ ძაღლი გაახელოთ მის კბილებში გაჩრილი მოტანილი საგანი უნდა შეარხიოთ. იმ დროს როცა ძაღლი ღრიჭას გახსნის გამოვაცალოთ საგანი და მის ნაცვლად პირში ჩავუდოთ რაიმე სასუსნავი. შემდეგ ისევ გავიმეოროთ ეს გაკვეთილი ორჯერ ან სამჯერ. არიან ძაღლები, რომლებიც პირველივე გაკვეთილისას, გონებაში აკავშირებენ მოტანილ საგანს და ნუგბარს. 

თუ ძაღლი ყურადღებას არ აქცევს მოსატან ნივთს, ჩვენ მის საყელურს უნდა მივამაგროთ ზონარი, ფრთხილად გავუღოთ პირი და ჩავუდოთ მას მოსატანი ნივთი და თან დავიჭიროთ ეს საგანი მარცხენა ხელით, რამოდენიმე წამის შემდეგ ვიღებთ ამ ნივთს და უხვად ვასაჩუქრებთ ლეკვს. მთელი ამ დროის განმავლობაში ეს საგანი გვიჭირავს ცერა და დანარჩენი თითების გამოყენებით, რომლებიც გამოწეული და მომუშტულია. ანუ ლეკვი თავის გონებაში უნდა მიხვდეს, რომ ამ საგნის მოცემის შემდეგ ის მიიღებს ნუგბარს. ამ მიზნით ზოგიერთი მწვრთნელი მოსატან საგნად ირჩევს პატარა ტომსიკას, სადაც მოთავსებულია ყველის ნაჭერი. 

იმ დროისათვის, როდესაც ლეკვი ხალისით დაუწყებს ამ საგანს დევნას და შეეცდება ის ხელიდან გამოგვტაცოს - ჩვენ უკვე დავიწყებთ ამ საგნის შორიახლოს გადაგდებას, ოღონდ არ დაგავიწყდეთ, რომ მის ცხვირთან გააქანაოთ ეს საგანი სანამ გადააგდებთ. შეიძლება უცბად ვერ მიაღწიოთ შედეგს, მაგრამ არ დანებდეთ და არ თქვათ უარი წინსვლაზე. სანამ ლეკვი გადაგდებული საგნის მოტანას აღიქვამს საქმედ და არა გართობად - მანამდე არ უნდა ჩათვალოთ, რომ შედეგი მიღწეულია. როცა ამ გაკვეთილს კარგად აითვისებს უკვე უნდა მოსთხოვოთ მას, რომ გააღოს პირი მხოლოდ მაშინ, როდესაც უბრძანებთ „მომეცი". მოგვიანებით ჩვენ მას უნდა ვასწავლოთ, რომ მოგვცეს პურის ნაჭერი, შემდგომში კი ხორციც, ეს უკვე ჩვენი ნებისყოფის და ვარჯიშზე დახარჯული დროის პირდაპირ პროპორციულია. ანუ ის უნდა მიეჩვიოს იმას, რომ ყოველთვის უნდა მოგვცეს საგანი, როცა ვუბრძანებთ, რაც არ უნდა გემრიელი იყოს ის, ანუ მან უნდა გააცნობიეროს, რომ არ შეიძლება იმის შეჭმა, რასაც გვაძლევს. და რომ ის ასრულებს დავალებას და არა თამაშობს. 
კატეგორია: აუცილებელი წესების სწავლება ლეკვისთვის | დაამატა: gio (24.01.2014)
ნანახია: 7465 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: